საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურმა ბოლო 72 საათში 5 ობიექტი
დალუქა და 6 დააჯარიმა.
მიზეზი კოვიდრეგულაციებთან კრიტიკული შეუსაბამობა გახდა.
აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ
დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი
ღონისძიებები ჭარბობს. დაჯარიმებულთაგან 5 იურიდიული და 1 ფიზიკური
პირია.
ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების
დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა.
დაჯარიმდა 46 ბიზნეს ოპერატორი. მათ შორის 29 იურიდიული და 17
ფიზიკური პირი.
მასალის გამოყენების პირობები