ქუთაისში მასობრივი იმუნიზაციის პირველი ცენტრი, აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში დღეში დაახლოებით 1500-მდე მოქალაქის
აცრაა შესაძლებელი.
საუნივერსიტეტო სივრცეში მოეწყობილ ცენტრში მოსახლეობას საშუალება
აქვს რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა.
ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია "ფაიზერის"
და " სინოვაკის" ვაქცინებით.
"სინოფარმით" აცრა კი შეეძლება იმ პირებს, რომელთაც მეორე დოზით უწევთ
ვაქცინის გაკეთება.
2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება ,,სინოფარმის "- ის ვაქცინის
პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე
ცოცხალი რიგით), ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.
შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი
გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე, ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ფუნქციონირებს ზესტაფონსა და ჭიათურაშიც
მასალის გამოყენების პირობები