28 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 1 122 209
აცრა.
1 დოზით ვაქცინირებულია 760 899 ადამიანი, რაც მოზრდილი
მოსახლეობის 26.6%-ს წარმოადგენს.
სრულად ვაქცინირებულია 361 310 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის
12.7%-ს შეადგენს.
27 აგვისტოს აიცრა 26 734 ადამიანი.
შეგახსენებთ, 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 247 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
გარდაიცვალა - 74 ადამიანი.
აცრა შესაძლებელია booking moh gov ge ზე რეგისტრაციით.
ასევე, იმერეთის რეგიონში ამ ეტაპზე სამი მასობრივი იმუნიზაციის
ცენტრი: ქუთაისში, ზესტაფონსა და ჭიათურაში გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები