ახალი ამბები
საქართველოში საწვავის ფასი კვლავ იმატებს
FaceBook
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში სანავთობო ბაზარზე ფასები შედარებით სტაბილურადაა, ხოლო ლარის გაცვლითი კურსი დოლართან გამყარდა, საწვავის ფასი ქვეყანაში ისევ იზრდება, რაზეც არსებული მონაცემებიც მეტყველებს.

გასული ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ყველა ტიპის საწვავზე ფასები გაზრდილია, თუმცა სხვადასხვა პროცენტულობით. საბოლოო ჯამში, ფასების საშუალო თვიური ზრდა 8.7%-ია.

რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს. ერთ თვეში ღეგულარ 92 ტიპის ბენზინზე ფასი 2.62%- ით გაიზარდა და საშუალოდ 3 ლარი შეადგინა. შუპერ 95-ის ფასი 3.23%-ით გაიზარდა და საშუალო ღირებულებამ დაახლოებით, 3,16 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 3.37%-ით გაიზარდა Pრემიუმ 98 ტიპის ბენზინი და მისი საშუალო ღირებულება ბაზარზე 3,25 ლარი გახდა. ხოლო დიზელის ტიპის საწვავზე ერთ თვეში ფასები მცირედით, 0.87%-ით გაიზარდა და ერთი ლიტრის ღირებულებამ საშუალოდ 2,95 ლარი შეადგინა.

აქვე ყურადსაღებია ისიც, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში თხევადი გაზის (LPG) ფასი ქვეყანაში 33.24%-ით გაიზარდა და საშუალო ფასმა 1,8 ლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წლიური ჭრილის სურათი გაცილებით მძიმეა იმდენად, რამდენადაც ფასების დონის პროცენტული ზრდის ტემპი გაცილებით მაღალი და თვალშისაცემია.

ცნობისათვის, დღეისათვის მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი Brent -ის ტიპის საწვავი 70,9 დოლარი ღირს, WTI--ს ტიპის კი 67,3 დოლარი.


წყარო: bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.