ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლების
გახსნის მთავარი პირობა პედაგოგების მასიური ვაქცინაციაა.
,,პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ
სასკოლო სივრცეში სწავლება უსაფრთხო იყოს. ასევე, მნიშვნელოვანია
ყველა შემოღებული ღონისძიებიდან გამომდინარე ეპიდსიტუაციის
მაქსიმალური დასტაბილურება იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა უსაფრთხო
გარემოში, საკლასო სივრცეში სწავლება შეძლონ", -განაცხადა
ტიკარაძემ.
მისივე თქმით, არასრულწლოვანებში კორონავირუსით ინფიცირების მატება
აღინიშნება, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც ეს ივლისში
დაფიქსირდა.
საქართველოს მასშტაბით აცრილი პედაგოგების რაოდენობა ამ ეტაპზე 50% -
იც არ არის.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, იმუნიზაციის პროცესის
გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის
საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით
გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები.
ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის
გარეშეა შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები