დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მეტი
მაჩვენებელი დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებული სტატისტიკის
მიხედვით, კოვიდ-19 ით ქვეყანაში 59 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 649 პირი
ემსხვერპლა.
19 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის
10.22%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.86% ხოლო 7 დღის მანძილზე -
10.98%.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 743 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 506 040-ს.
ექიმები მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებენ.
20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 907 665 აცრა ჩატარდა.
სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 აგვისტოს 23 986 პირი აიცრა.
მასალის გამოყენების პირობები