საქართველოში იმუნიზაციის პროცესში 12 წელს მიღწეული პირების
ჩართვაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა
განაცხადა.
მისი თქმით, ასაკობრივი ზღვარის დაწევაზე მსჯელობა მიმდინარეობს
როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე
და ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან შესაბამის
რეკომენდაციას ელოდება.
"ბევრმა ქვეყანამ თავისი მარეგულირებლების დასკვნების
საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლის ასაკიდან
მოზარდებს, ძირითადად "ფაიზერით" და "მოდერნათი", რადგან კლინიკური
კვლევები ამ ორ ვაქცინაზე ამ ასაკში დიდი ხანია დამთავრებულია და
საკმაოდ ეფექტურია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და
ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებებს. როგორც კი ეს
რეკომენდაციები იქნება ძლიერი მარეგულირებლების მხრიდან, რა თქმა
უნდა, ვფიქრობ, შემოდგომაზე ჩვენც დავიწყებთ ამ ასაკის ბავშვების
აცრებს," – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 16 წლის
ასაკიდან კეთდება.
ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 2021 წლის 15 მარტიდან
მიმდინარეობს.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ოთხი ვაქცინაა
ხელმისაწვდომი: "ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი"
.
მასალის გამოყენების პირობები