ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ სასწრაფო
დახმარების ექიმები 500 - ლარიან დანამატს მიიღებენ.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო მთელს სამედიცინო საზოგადოებას, ყველა
ჰოსპიტალს, ექიმებს, რომელიც ამ პროცესში პირველივე დღიდან არიან
ჩართულნი. მინდა აღვნიშნო, რომ არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან
არის მცდელობა, სამთავრობო გუნდი და ექიმები ერთმანეთს დაუპირისპირონ.
ეს შეეხება ექიმების ანაზღაურებას თუ მათ მიმართ მადლობის
გადახდას.
მინდა ვთხოვო ყველას, რომ დღესდღეობით არ არის იმის დრო, მოხდეს
მსგავსი დაპირისპირებები. სახელმწიფოს მხრიდან დაცულია ექიმების ყველა
ინტერესი. ჩვენ რამდენიმე თვეა, თითქმის წელიწადია, რაც ექიმებს
ვაძლევთ დანამატებს, რაც გაწერილია და საკმაოდ მაღალია მთელი
სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. დამატებით, საბჭოს მხრიდან,
გუშინ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სასწრაფო დახმრების
ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, მათ
სახელმწიფოს მხრიდან გაეცემათ 500-ლარიანი დანამატი, იმის მიუხედავად
რომელ რეგიონში არიან დასაქმებულები“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები