საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 5.1
მაგნიტუდას შეადგენდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური
მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი
სოფელი სამება იყო.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 05:44 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან 05:51 საათზეც, რომელიც სიმძლავრეც
3.2 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
რამდენიმე საათით ადრე კი, ასევე სოფელ სამებასთან, ორი მიწისძვრა
მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.7 და 4.1 მაგნიტუდა იყო.
სულ ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 მიწისძვრა დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები