ქუთაისის მერიას ჯერ ისევ არ
დაუწყია მსჯელობა, ვინ უნდა მიიყვანოს კორონავირუსის საწინააღმდეგო
აცრაზე დარეგისტრირებული პირები კლინიკებამდე.
მერიაში თათბირი, სადაც სქემის შედგენაზე უნდა იმსჯელონ, ახლა იწყება.
თუმცა, ჩაიტარეს თუ არა დღეს აცრა იმ ადამიანებმა, ვისაც კერძო
ავტომანქანა არ ჰყავს, ამით ადგილობრივი თვითმმართველობა არ
დაინტერესებულა. ტრანსპორტის აკრძალვას ემატება ტაქსის ტარიფის
ზრდაც. ტაქსის კომპანიებმა დღეიდან უკვე გააძვირეს მომსახურება. ერთი
ლარით მეტის გადახდა უწევთ მგზავრებს "მაქსიმის" გამოძახების
შემთხვევაში.
საქართველოს მასშტაბით, ერთ
დღეში ვაქცინაციას 25 000-მდე ადამიანი იტარებს. დაავადებათა
კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორე დოზით აცრას 516 300
ადამიანი ელოდება.
საკოორდინაციო საბჭომ, მუნიციპალური
ტრანსპორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება 12 აგვისტოს მიიღო.
საბჭოს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გარდა
საქალაქთაშორისოსი, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით არ იმუშავებს.
სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი
მოქალაქეების ამცრელ დაწესებულებებთან მიყვანას სახელმწიფო
უზრურნველყოფს. თუმცა, როგორ მოხდება ეს, ჯერჯერობით
უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები