თემურ ელიავას და როინ აბუსელიძის პოეზიის საღამო გაიმართა ქუთაისში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
წერეთლის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში პოეტებმა ლექსები
მრავალრიცხოვან აუდიტორიაში წაიკითხეს. თუმცა, აუდიტორიის ნაწილს
პოეზიის საღამო არ მოეწონა და კითხვა-პასუხის დროს უკამყოფილება
გამოთქვა პოეტების მისამართით.
სტუდენტების ნაწილმა დარბაზი საღამოს დამთავრებამდე დატოვა.
"როდესაც სხვა ქალაქიდან იწვევ პოეტებს, ისეთი კულტურული
ღირებულებების მქონე ქალაქში, როგორიც ქუთაისია, ვფიქრობ ისინი
სიახლით უნდა წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე. მსმენელი არ უნდა აიძულო,
ხათრით დაუკრას ტაში, " - განაცხადა ფრიდონ
სულამანიძემ, რომელიც პოეზიის საღამოს ესწრებოდა.
სამაგიეროდ, პოეზიის საღამო დადებითად შეფასეს მოწვეულმა
პოეტებმა.
"მოხარული ვარ რომ ქუთაისმა გვიმასპინძლა და იმითაც, რომ ამდენ
ადამიანს უყვარს პოეზია. დარბაზიდან წამოსული პრეტენზიაც მისაღებია,"-
ამბობს პოეტი როინ აბუსელიძე.
"ქუთაისში მესამე პოეზიის საღამოს ვმართავთ. პოეზია ისეთი რამაა,
ვიღაცას მოეწონება ვიღაცას არა," - განაცხადა პოეტმა თემურ
ელიავამ.
პოეზიის საღამოს მსმენელებთან ერთად დამწყები პოეტებიც ესწრებოდნენ
.
ლიკა დევდარიანი
ელენე ქარციძე
მასალის გამოყენების პირობები