12 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე,
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 58-ე, 67-ე
კილომეტრზე მოძრაობა შეიზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 2021 წლის 12 აგვისტოდან 14 აგვისტოს
ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის (შ-22) გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო
გზის კმ58-კმ67 მონაკვეთზე ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდა
მეკლდეურების მეშვეობით. რის გამოც, სამუშაოთა წარმოების პროცესში,
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე საჭიროა
ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა ყოველ 2 საათში 10-წუთიანი
ინტერვალებით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო
ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული
დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
მასალის გამოყენების პირობები