ახალი ამბები
კულტურის სამინისტრო დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღებას გეგმავს
FaceBook
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დავით აღმაშენებლის ცხოვრებაზე ფილმის გადასაღებად კონკურსს აცხადებს.

სამინისტროს ინფორმაციით ფილმი დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავს მიეძღვნება.

კონკურსი სიმბოლურად 12 აგვისტოს გამოცხადდება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოში მოქმედ კინოს მწარმოებელ კომპანიებს ექნებათ.

კონკურსი რამდენიმე ეტაპად იყოფა.

ეტაპი 1
კონკურსის გამოცხადებიდან 2 თვეში (2021 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით ვადაში) კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:
1. სცენარის სინოფსისი მაქსიმუმ 3 გვერდამდე;
2. რეჟისორის ხედვა;
3. პროდიუსერის ხედვა, სადაც სავალდებულოა, რომ მთავარი აქცენტი გაკეთდეს ფილმის საწარმოო ასპექტებზე და არა - დაფინანსების მოპოვების გზებზე.

ეტაპი 2
არაუადრეს 2021 წლის 12 ოქტომბრისა, კულტურის სამინისტრო შექმნის დარგის სპეციალისტებისაგან შემდგარ პროფესიულ კომისიას, რომელიც კონკურსში წარმოდგენილი პროექტებიდან შეარჩევს ერთ ან რამდენიმე (არაუმეტეს სამისა) საუკეთესო პროექტს.
შერჩეულ პროექტს ან პროექტებს მიეცემა დაფინანსება 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით და კომპანიას მიეცემა დრო 2021 წლის 25 დეკემბრამდე, რათა წარმოადგინოს:
1. დეტალური სცენარი დიალოგების გარეშე (ე.წ. თრითმენთი) არანაკლებ 30 და არაუმეტეს 40 გვერდისა;
2. ფილმის მხატვართან ერთად შექმნილი ფილმის ვიზუალური პრეზენტაცია (დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები, ლოკაციები და სხვა). ავტორი თავისუფალია შემოქმედებით არჩევანში; მას მხოლოდ მოეთხოვება, რომ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ნათლად ჩანდეს მომავალი ფილმის ვიზუალური ხედვა.

მოცემული ეტაპის ბოლოს, კომისია გამოავლენს საბოლოოდ გამარჯვებულს და გადასცემს მის ვინაობას კულტურის სამინისტროს. სამინისტრო გამარჯვებულს დაუფინანსებს სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსიის შექმნას, რისთვისაც განსაზღვრული თანხაა 7500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
სცენარის პირველადი ვერსიის შესაქმნელად ჯგუფს მიეცემა 2 თვე.

ეტაპი 3
სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსიის ჩაბარების შემდეგ, კომისია განიხილავს სცენარს. კომისიის მსჯელობის შემდეგ და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, კომპანიას მიეცემა ერთთვიანი ვადა სრულყოფილი სცენარის საბოლოო ვერსიის დაწერისათვის. მოცემული სამუშაო დაფინანსდება 7500 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ოდენობით.
ჯამში, გამარჯვებული კომპანია სცენარსა და ფილმის პროექტზე მუშაობისათვის მიიღებს 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში და სამუშაოდ ექნება 7,5 თვე.

ეტაპი 4
სცენარის საბოლოო ვერსიის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ.
ფილმზე უფლებების მესაკუთრეა სახელმწიფო, როგორც დამკვეთი და დამფინანსებელი. საავტორო უფლებები ეკუთვნის ფილმის მთავარ შემოქმედებით ჯგუფს, აღნიშნულია საკონკურსო პირობებში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.