პარტია "ახალი ქრისტიან-დემოკრატების'' თავმჯდომარემ გოგი
წულაიამ წერეთლის გამზირზე გზების გაჭიანურებული სარეაბილიტაციო
სამუშაოები გააპროტესტა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ქუთაისის მერია უყურადღებობაში
დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მერიას არ აინტერესებს
რა პირობებში უწევთ მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება.
"ერთი თბილისშია შენობა - არ აშენდა თემქაზე და მეორე აქ - არ
გაკეთდა წერეთლის გამზირი. ისე მერიის გარდა , ეს არის ადგილობრივი
მცხოვრებლების ბრალიც, რადგან ისინი არ იღებენ ხმას. როდემდე
უნდათ იცხოვრონ ასეთ პირობებში", - ამბობს გოგი
წულაია.
ქუთაისის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ბაქარ ჭეიშვილის თქმით
წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო პროცესი მიწისქვეშა სამუშაოების
გამო გაჭიანურდა.
საგზაო დეპარტამენტის წარმოამდგენლის ბაქარი ჭეიშვილის
თქმით, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაო 15 სექტემბრამდე
დასრულდება.
"მიწისქვესა დაზიანებები იყო ძალიან ბევრი, ჩვენ მთლიანად
მოგვიხდა მეთორმეტე სკოლიდან ფოთის ქუჩამდე საკანალიზაციო მილის
გამოცვლა, ამ ყველაფერს სჭირდება დრო", - განმარტავს ბაქარ
ჭეიშვილი.
ქუთაისში, წერეთლის გამზირი ერთი წელია გადათხრილია. სამუშაოები,
რომელიც შვიდ თვეში უნდა დასრულებულიყო, ერთი წლის შემდეგაც
მხოლოდ ნაწილობრივ არის შესრულებული. სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი
ახორციელებს. საგზაო დაპარტამენტი მუშაობს ასევე აღმაშენებლის
გამზირზეც, ორივე ქუჩის რეაბილიტაციას ჯამში 14 მილიონ ლარზე მეტი
უნდა მოხმარდეს.
მასალის გამოყენების პირობები