საკანონმდებლო ორგანომ მორიგი
საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა დაამტკიცოს.
სახალხო განხილვა დღეიდან იწყება. კორონავირუსის გავრცელების
მაღალი რისკის გამო, პროცესი დისტანციურად გაიმართება. სხდომის
ნახვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იქნება
შესაძლებელი.
ცვლილებები საარჩევნო
ბარიერის 2%-მდე დაწევას, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა
რაოდენობის შემცირებას და გენერალური პროკურორის არჩევის წესის
შეცვლას ითვალისწინებს.
განხილვაში მონაწილეობის მიღება
მოქალაქეებს შეკითხვების გაგზავნის გზით შეეძლებათ. პროცესს მხარს
უჭერს საპარლამენტო ოპოზიციაც.
მასალის გამოყენების პირობები