ფინალში 15
მოსწავლე გადავიდა.
ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში დღეს გამართული კონკურსის
შედეგად "ქუთაისის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მე-20-ე საჯარო სკოლის
მოსწავლეს დემურ დანგაძეს ერგო. ფინალში კი, 15 მოსწავლე
გადავიდა.
აღნიშნული ტიტულის მოსაპოვებლად ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების
40 მოსწავლე იბრძოდა. კონკურსი სოციალურ-საგანმანათლებლო
მედიაპროექტის "ეტალონი"ს ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა
გამართა, რომელსაც ქუთაისის მერიც ესწრებოდა.
მურღულიამ გამარჯვებულ მოსწავლეს დიპლომი გადასცა.
ასევე ფინალში გასულ ყველა მოსწავლეს ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის
საქმეთა განყოფილების მიერ ორგანიზებულ ბანაკში დაისვენებს.
პროექტ "ეტალონის" მხარდამჭერია საქართველოს მთავრობა (რეგიონებსა და
ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი),
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ასევე კულტურისა
და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
მასალის გამოყენების პირობები