Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური
ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45
351 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 470 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18
881 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 4 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 444 569-ს. რაც
შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.33% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.25%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან
გამოჯანმრთელდა 1 735 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 397 240-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 054 პირი
ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 216 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 889 შემთხვევა, აჭარა - 620,
იმერეთი - 464, ქვემო ქართლი - 217, შიდა ქართლი - 195, გურია - 92,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 265, კახეთი - 273, მცხეთა-მთიანეთი -106,
სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29. ამ ეტაპზე
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 249 საიდანაც: 6 426
ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 3 047, აჭარაში - 837, იმერეთში - 930.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 303 პირი, მათ შორის, თბილისში - 579,
აჭარაში - 129, იმერეთში -229. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
287 პირი, მათგან თბილისში - 191, აჭარაში - 17, იმერეთში - 20. 2 523
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 174 -
თბილისში, 812- აჭარაში.
32 300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 6 აგვისტოს
პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია
- 25 002 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 752
ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 299, პირი, აჭარაში - 5 026,
იმერეთში - 3 597.
მასალის გამოყენების პირობები