ქუთაისის ცენტრში, 2014-2015 წლებში ქალაქში განხორციელებული
პროექტებისა და სამუშაოების ამსახველი ბანერი გამოფინეს.
როგორც ბანერზეა აღნიშნული, ბოლო 2 წელში ქუთაისში 190 ეზო ბეტონის
საფარით მოპირკეთდა, განხორციელდა 153 ქუჩის კეთილმოწყობა, მოპირკეთდა
71 მისასვლელი გზა, 90 ოჯახს სახლის ახალი სახურავი გაუკეთდა და
მიმდინარეობს წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
ბანერზე ასევე, აღნიშნულია, რომ 2014-2015 წლებში მოწესრიგდა ნიკეას
ნაგავსაყრელი, მოეწყო 24 სიჩქარის მარეგულირებელი კუნძული, ასევე,
რეაბლიტაცა ჩაუტარდა საფიჩხიის შემოსასვლელს, თამარ მეფისა და გელათის
ქუჩებს.
მასალის გამოყენების პირობები