31 ივლისის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 481 591
აცრა.
სრულად ვაქცინირებულია 157 754 ადამიანი.
დღიურად აცრილია - 16618.
ამ ეტაპზე საქართველოში ოთხი ვაქცინაა ხელმისაწდომი ასტრაზენეკა,
სინოფარმი და სინოვაკი.
აშშ-მ ფაიზერის ვაქცინის 500 ათასი დოზა გადასცა საქართველოს.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას
განცხადებით,
დღეს არის შესაძლებლობა, რომ "ფაიზერით" ვაქცინაცია არამხოლოდ
ჰოსპიტალურ დაწესებულებებში,
არამედ ამბულატორიულ დაწესებულებებშიც ჩატარდეს.
მისივე თქმით, დაახლოებით 7-მა დაწესებულებამ უკვე გამოთქვა მზაობა
"ფაიზერით" ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვაზე.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ
booking.moh.gov.ge -ს ან დარეკეთ ნომერზე 1522.
მასალის გამოყენების პირობები