საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა
წულკუკიანმა ათწლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე კულტურის
დარგების ხელშეწყობისა დ ა პოპულარიზაციის საკითხებზე ისაუბრა.
მინისტრი ასევე კულტურის სხვადასხვა დარგების ბიუჯეტის ზრდას
შეეხო.
"ვსაუბრობთ პირველ რიგში ლიტერატურაზე, თეატრზე, მუსიკაზე. ჩვენ
ვფიქრობთ არა მხოლოდ სალიტერატურო, არამედ საგამომცემლო საქმიანობის
11 პროგრამის 10 მილიონ ლარამდე დაფინანსებას, თეატრის მიმართულებით 7
პროგრამა 8 მილიონ ლარამდე, მუსიკა -7 პროგრამა 10 მილიონ ლარზე
მეტით, სახვითი და თანამედროვე ხელოვნება - 6 პროგრამა 5 მილიონ
ლარამდე დაფინანსდება. მოძველებული საკანონმდებლო ბაზა ევროპული
კანონმდებლობით უნდა ჩავანაცვლოთ. შევქმნათ საქართველოში კულტურის
კოდექსი, რომელიც შექმნის პირობებს უკეთესი შემოქმედებისთვის", -
აღნიშნა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, ქართულ კინოს აქვს ინდურსტრიასა და ეკონომიკაში
დიდი წვლილის შეტანის შესაძლებლობა რაც არ არის გამოყენებული.
"ამიტომაც არა მხოლოდ კინოს მემკვიდრეობის დაცვასა და გაციფრებაზე
უნდა ვიფიქროთ, არამედ კინო ინდუსტრიის განვითარებაზე. აქ ვფიქრობთ
ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინვესტიციას 40 მილიონ ლარამდე", - აღნიშნა
წულუკიანმა.
მინისტრმა ისაუბრა მექანიზმებზე, რომელმაც ამ გეგმაში წარმოდგენილი
მიზნების მიღწევას უნდა შეუწყოს ხელი. ერთ-ერთი მექანიზმი
სამართლებრივი გარემოს შეცვლაა.
მასალის გამოყენების პირობები