ვაქცინაციის დაჯავშნის
პორტალზე ფაიზერის რაოდენობა ამოიწურა.
პორტალს დღეს დილით
900-ზე მეტი დოზა ფაიზერი დაემატა თუმცა რამდენიმე საათში დამატებული დოზებიც ამოიწურა.
ქცინაციის დასაჯავშნ პორტალზე ამ ეტაპზე ფაიზერის
0 დოზაა, სინოვაკის 99 033 დოზა სინოფარმის 109
439 და ასტრაზენეკას 18 947 დოზა.
"ფაიზერით" ვაქცინაციაზე სხვადასხვა მიზეზით, ჯერ კიდევ ორი დღის წინ
5 ათასამდე ჯავშანი გაუქმდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში
განმარტეს, მათ შორის ჯავშანი არ დაუდასტურდათ პირებს ე.წ. ბუსტერ
დოზაზე რეგისტრირების მცდელობისთვის. ასევე, იყვნენ მოქალაქეები,
რომლებსაც, გარკვეული მიზეზების გამო, ჯერჯერობით არ უწევდათ აცრის
გაკეთება, თუმცა მათაც შეიყვანეს მონაცემები ბაზაში.
საქართველოში შემოტანიდან ზუსტად 4 დღეში "ფაიზერის" ვაქცინის ყველა
ჯავშანი შეივსო.
მოქალაქეებს "ფაიზერის" ვაქცინით აცრა იმერეთში, თბილისში, აჭარაში,
კახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში
შეუძლიათ. ვაქცინაცია სულ 37 სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება.
პროცესში 120-მდე ბრიგადაა ჩართული.
"ფაიზერზე" რეგისტრაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის მქონე პირებს
შეუძლიათ. ჯავშნის მიღება შესაძლებელია მათთვისაც, ვინც კორონავირუსი
რეგისტრაციამდე 30 დღით ადრე გადაიტანა.
24 ივლისს საქართველოში აშშ-ის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული
"ფაიზერის" 500 000 დოზა შემოვიდა. აგვისტოს შუა რიცხვებიდან
ქვეყანაში "ფაიზერის" მორიგ პარტიას ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები