„ქართულ ოცნებაში“ დღეს პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომები
გაიმართება.
მმართველი პარტია ქვეყნის მასშტაბით წარსადგენ მერობის კანდიდატებზე
იმსჯელებს.
კერძოდ, 12:00 საათზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა
დაიწყება, 13:00 საათზე კი უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
მმართველმა გუნდმა უკვე წარადგინა თბილისში მერობის კანდიდატი,
რომელიც მოქმედი მერი კახი კალაძეა.
მასალის გამოყენების პირობები