დაკავებულია
ბანგლადეშის 9 და თურქეთის 2 მოქალაქე.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი
სამმართველოს და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N2 სასაზღვრო სექტორის
(ვალე) დასაცავ მონაკვეთზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების
შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად
გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულია
ბანგლადეშის 9 და თურქეთის 2 მოქალაქე.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად
გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის
19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო
პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები