კონკურსი
15:00 საათზე ჩატარდება.
დღეს, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში "ქუთაისის
ეტალონი მოსწავლის" გამოსავლენი ინტელექტუალური კონკურსი ტარდება.
კონკურსი 15:00 საათზე ჩატარდება.
ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მიერ წარმოდგენილი 40 მოსწავლიდან
ერთი გამარჯვებული, 2016 წლის 21 მაისს, თბილისში, "საქართველოს
ინტელექტ-ჩემპიონატი - ეტალონი 2016"-ის ფინალურ თამაშში მიიღებს
მონაწილეობას, სადაც გამოვლინდება "საქართველოს 2015-2016 სასწავლო
წლის ეტალონი მოსწავლე".
პროექტი ხორციელდება "ეტალონის" წარმატებულად აპრობირებული და
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სისტემური მეთოდით - "ეტალონი".
მეთოდი ძირითადად აგებულია: თამაშ-თამაშით ახალგაზრდების
სწავლა-განათლებით დაინტერესებაზე; ჯანსაღი ცხოვრების წესის
პოპულარიზაციაზე; კულტურული და შემოქმედებითი პროცესების
ხელშეწყობაზე; პოზიტიური განწყობის შექმნაზე.
პროექტის მიზანია: ახალგაზრდების სწავლა-განათლებითა და ჯანსაღი
ცხოვრების წესით უფრო მეტად, კრეატიულად და თამაშ-თამაშით
დაინტერესება-მოტივირება; სახელმწიფოს მხრიდან განათლებული და ჯანსაღი
ახალგაზრდების მიმართ პერმანენტული და მიზანმიმართული მხარდაჭერა.
მასალის გამოყენების პირობები