ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის
საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.
ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი
(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის
საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელ საყდართან), ადიდებულმა მდინარემ
დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა. რის გამოც, გზის აღნიშნულ
მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მასალის გამოყენების პირობები