ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "თავისუფალი ზონის" წევრების ნიკა
ნარსიას, მირიან დეისაძის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის
კახა გაბუნიას სასამართლო პროცესი გაიმართა.
ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია წინასწარ პატიმრობაში
რჩებიან. პროცესი 1 დეკემბრისათვის გადაიდო.
ადვოკატმა
რობიზონ
ხურცილავამ პროცესის
გადადება საქმის გასაცნობად მოითხოვა.
ნიკა
ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია რუსთავი 2-ის
მხარდასაჭერად ჩატარებული აქციის მონაწილეები არიან, რომლებიც 3
ოქტომბერს დააკავეს.
მათ სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
თეონა წითაძე
მასალის გამოყენების პირობები