ცესკო-ს ახალი თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის მაღალი
კვორუმით არჩევას პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე კიდევ
ერთხელ ეცდება.
პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს კენჭი ამჯერად 3/5 კვორუმით
ეყრება, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევისთვის სულ მცირე 90 ხმა იქნება
საჭირო. პარლამენტმა ხმათა 2/3-ით ვერცერთი კანდიდატი ვერ აირჩია,
თუმცა ცნობილია, რომელ კანდიდატურებს აქვთ "ქართული ოცნების"
უმრავლესობის მხარდაჭერა.
კენჭისყრისას ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე ყველაზე მეტი ხმა
გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო, ხოლო ცესკო-ს პროფესიული წევრის
ადგილზე უმრავლესობა გიორგი ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს უჭერს მხარს.
თუ 26 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-ს ვაკანტურ თანამდებობაზე
პირთა არჩევა კვლავ ვერ მოხდა, მომდევნო კვირაში კიდევ ერთი კენჭისყრა
გაიმართება.
აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც
მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.
მასალის გამოყენების პირობები