27 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდი
შენარჩუნდება. ამის შეასხებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო
ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში
+28, +33 გრადუსი იქნება.
„27 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება
ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის
ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +28, +33 გრადუსია
მოსალოდნელი.
თბილისში 24 ივლისს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 25 და 26 ივლისს
უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი
დაფიქსირდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები