"
რესპუბლიკელი" ნატო ქათამაძე ლელა ქელბაქიანს
უპირისპირდება.
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები ერთმანეთს
უპირისპირდებიან.
საკრებულოს დეპუტატი "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი ნატო
ქათამაძე, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს,
ლელა ქელბაქიანს უპირისპირდება.
"ძალიან უხერხულია, როცა დეპუტატი ხშირად აცდენს საკრებულოს სხდომებს
და იაშვათადაც არის საკრებულოში, იღებდეს პრემიებს და დანამატებს.
მაშინ როცა, ქელბაქიანმა ლამის ჯვარს აცვა თინა ხიდაშელი, თითქოს
ქუთაისში პრემიებს არ იღებდნენ, ნახეთ, ბატონებო ქუთაისის საკრებულოში
გაცემული პრემიები და მიხვდებით, იღებენ თუ არა პრემიებს. ქელბაქიანი
ამ დროისთვის გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციის დეპუტატია", -
განახცადა დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე "რესპუბლიკელმა"
დეპუტატმა.
საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსულ ქათამაძეს ურჩიეს, რომ
ქელბაქიანთან არსებული გაუგებრობა მაშინ გაერკვია, როცა დეპუტატიც
იქნებოდა.
"უხერხულია როცა, არ არის ლელა ქელბაქიანი და მასზე საუბრობთ. ვინ
გაგცემთ პასუხს?! ჯობია ეს სხვა დროისთვის გადადოთ", - ურჩიეს
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატს. რეპლიკით გამოსულ კოლეგებს ქათამაძემ
განუცხადა, რომ "ქართული ოცნების" დაცვაში ვერავინ
შეეჯიბრება.
"ის რომ ხელისუფლებაში ვართ, არ ნიშნავს იმას რომ ყველაფერზე თვალი
დავხუჭოთ. სწორედაც, რომ არ ვხუჭავ თვალს. "ქართული ოცნების" დაცვაში
აქ მყოფი ვერცერთი თქვენთაგანი ვერ შემეჯიბრებით", - განაცხადა
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა.
ქალ დეპუტატებს შოროს დაპირისპირების მიზეზი 2016 წლის ბიუჯეტის
პროექტის განხილვა გახლავთ. ბიუჯეტის განხილვა კომისიაზე მიმდინარე
წლის 20 ნოემბერს მოხდა, რომელსაც
ქათამაძე არ ესწრებოდა. როგორც ქათამაძე ირწმუნება,
ის ბიუჯეტის განხილვაზე არ მიიწვიეს. თავის მხრივ, ლელა
ქელბაქიანი განმარტავს, რომ კოლეგას სხდომის ჩატარების შესახებ
ელექტრონულად 19 ნოემბერს ეცნობა.
"ქათამაძემ არ იცის ელექტრონული სერვისების გამოყენება. ის ახლა
ერკვევა საბიუჯეტო საკითხებში. ნატო ქათამაძე არაპროფესიონალია",
- განმარტა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ლელა ქელბაქიანმა.
რაც შეეხება, პრემიებს საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ მის სახელზე
მხოლოდ ერთხელ მოხდა პრემიის გამოწერა.
"თუმცა, ეს არ გამომიყენებია პირადი საჭიროებითვის". - აღნიშნავს
ქელბაქიანი.
მასალის გამოყენების პირობები