ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა დავით წიტაიშვილმა ადგილობრივ
თვითმმართველობას ქუთაისის ლადო მესიხშვილის თეატრის თავზე არსებული
დროშის გამოცვლის მიზნით მიმართა.
მისი თქმით უხერხულია, როდესაც დროშა დახეული და გაცრეცილი ფრიალებს
თეატრის თავზე.
" მცხვენია როდესაც თეატრს ჩავუვლი და ასეთი დროშა
ფრიალებს მის თავზე, ხომ შეიზლება გამოცვალოთ და ყურადღება მიაქციოთ "
- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა დავით წიტაიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები