ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ხმაურია.
დაპირისპირება მერიის თანამშრომელსა და ადგილობრივებს შორის
მოხდა.
ქუთაისის მერია ცდილობს დევნილთა საცხოვრისის მეორე სართულის შენობაში
სარემონტო სამუშაოები დაიწყოს, სადაც საბოლოოდ უსახლკაროთა
თავშესაფარი უნდა მოეწყოს.
დევნილები ცდილობდნენ ადგილზე მისული მუშებისთვის და მერიის
წარმომადგენლებისთვის სარემონტო სამუშაოების დაწყებაში ხელი შეეშალათ
რასაც სიტყვიერი დაპირსიპირება მოჰყვა.
დაპირისპირების დროს ერთ-ერთი ადგილობრივი ცუდად გახდა და სასწრაფო
სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
დევნილები ამბობენ, რომ ვიდრე ბინით არ დაკმაყოფილდებიან, შენობას არ
დატოვებენ.
მანამდე ქუთაისის მერიამ, დევნილებს, რომლებსაც ერთი თვეა შენობის
დატოვებას აიძულებს
კარი აუჭედა და ზედა სართულებზე გადაადგილება
აუკრძალა.
მასალის გამოყენების პირობები