თბილისში მედიასაშუალებების ორგანიზებით, მორიგი აქცია შაბათს, 17
ივლისს გაიმართება.
„ერთად ლექსოსთვის და თავისუფლებისთვის“ - ეს არის აქციის მთავარი
გზავნილი.
ამასთან ერთად აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის
ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა იქნება.
აქცია 18:00 საათზე დაიწყება.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთოვნა მას შემდეგ დადგა დღის
წესრიგში, რაც 5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი ღირსების მარშის
წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლების წახალისებითა და
საპატრიარქოს ორგანიზებით ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც
მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.
ტვ "პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.
მანამდე, 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა
მასზე იმ დროს იძალადა, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
მასალის გამოყენების პირობები