17 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 345 295 აცრა.
დღიურად აცრილია - 10492.
სრულად ვაქცინირებულია 128 096 ადამიანი.
ფაიზერის 28 000 დოზა ვაქცინა საქართველოში 14 ივლისს შემოვიდა
და ყველა ადგილი იმავე დღეს დაიჯავშნა.
საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან
დაიწყო, "ფაიზერით" კი 30 მარტიდან.
3 აპრილს ქვეყანამ "სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ
ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, "სინოვაკით" იმუნიზაცია კი -
24 მაისიდან.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ
booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
მასალის გამოყენების პირობები