13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მომხდარ ტერაქტთან
დაკავშირებით ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში სოლიდარობის კუთხე გაიხსნა.
კუთხეში ყვავილებით გამოსახულია საფრანგეთის სამფეროვანი დროშა და
წარწერა "არა ტერორიზმს!"
"ტერორიზმი დღესაც რომ რჩება ნომერ პირველ პრობლემად, მსოფლიოში
პარიზის ფაქტმა კიდევ უფრო ცხადყო. პროგრესული მსოფლიოსთვის
მიუღებელია ტერორიზმი და ჩვენ გვსურს ამ ახლადგაკეთებული სკვერით
შევუერთოთ ჩვენი ხმა სოლიდარობას" -აცხადებს ქუთაისის ბოტანიკური
ბაღის მეცნიერ -თანამშრომელი, შორენა ქვალაძე.
სოლიდარობის სკვერის გახსნას გამოეხმაურა ქალაქის მერიც. მან კიდევ
ერთხელ დაგმო პარიზში მომხდარი ტერაქტი და ბოტანიკური ბაღის
ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა ამ წამოწყებისთვის.
"ჩვენ მშვიდობიანი გზით ვაპროტესტებთ, რომ ტერორიზმი არის მიუღებელი
მსოფლიოში და მას მიზეზი და გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს" -
განაცხადა ადგილზე მისულმა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
მასალის გამოყენების პირობები