Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური
ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14
200 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 608 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 592
PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 659 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 377 811-ს. რაც
შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
3.87 ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.24%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 713 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359 939-მდე. ბოლო 24 საათში
კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 468 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 659 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 441 შემთხვევა, აჭარა - 75, იმერეთი - 37,
ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 17, გურია - 1, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 26, კახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი -
11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების
მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 378 საიდანაც: 3 740 ადამიანი
მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2
995, აჭარაში - 187, იმერეთში - 421. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 729
პირი, მათ შორის, თბილისში - 388, აჭარაში - 46, იმერეთში -150.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 170 პირი, მათგან თბილისში -
123, აჭარაში - 2, იმერეთში - 8. 902 ადამიანი მოთავსებულია
კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 655 - თბილისში, 242- აჭარაში.
7 736 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 1. სულ 6 ოქტომბრიდან - 11 ივლისის
პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია
- 24 940 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 447 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 997, პირი, აჭარაში - 785, იმერეთში - 1 036.
მასალის გამოყენების პირობები