10 ივლისს საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის
დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების
ცერემონია გაიმართა.
ცერემონიაზე გაჟღერდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად
ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს: აღნიშნულის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა
განაცხადა.
იმერეთიდან ტოკიოს ოლიმპიადაზე 6 სპორტსმენი იასპარეზებს.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 11 სახეობაში საქართველოდან 35
სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისს იწყება და 8 აგვისტოს სრულდება.
პანდემიის გამო თამაშები გულშემატკივართა დასწრების გარეშე
ჩაივლის.
პარალიმპიური თაამშები 24 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბერს
დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები