15 ივლისს ქუთაისის ცენტრალური ბულვარი კლასიკური მუსიკის კონცერტს
უმასპინძლებს.
ღია სივრცეში რევაზ ლაღიძის მუსიკას დაუკრავენ.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო
საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების სასულე ორკესტრი.
ასევე ა ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სკოლისა და ზ.
ანჯაფარიძის სახელობის მესამე სამუსიკო სკოლის წარმომადმენლები.
დასაწყისი: 19:00 სთ.
დიდი ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი რევაზ ლაღიძე
წელს 100 წლის გახდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები