საქართველომ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზები
მიიღო.
10 ივლისს ქვეყანაში შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ
წარმოებული"ასტრაზენეკას" ვაქცინა ჩამოვიდა. სულ 43 200 დოზა.
"ასტრაზენეკა" ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულია გადაუდებელი
მოხმარებისთვის.
ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის და
ზედა ასაკის პირებისთვის. "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია შეუძლიათ იმ
პირებს, რომლებმაც, გარკვეული ხარვეზების გამო, მეორე დოზები ვერ
მიიღეს და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც
პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ.
მეორე დოზაზე რეგისტრაცია
შესაძლებელია პირველი დოზის ჩატარების შემდეგ. "ასტრაზენეკას"
ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 4 კვირიდან (28 დღე)
- 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდია.
ამ დროისთვის საქართველოში
კორონავირუსის 374 836 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის
გამოჯანმრთელდა 357 804, გარდაიცვალა 5 421 პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები