დღეს, თბილისის დროით 10:26 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25
კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის
მიწისძვრა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ამავე
ლოკაციაზე ბიძგები ბოლო რამდენიმე დღეა იგრძნობა.
გუშინ, 7 ივლისს დაფიქსირდა 3.1 (ML) და 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის
მიწისძვრა, ხოლო 6 ივლისს – 4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის.
მასალის გამოყენების პირობები