ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუნევში, სადაც რიკოთის ჩქაროსნული
მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს, საავტომობილო გზაზე მეწყერი
ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა აიკრძალა.
ხარაგაულის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მონაკვეთი გაწმინდეს,
თუმცა არსებობს მიწის ჩამოშლის საფრთხე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მიწა რიკოთის მაგისტრალის
ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან, ინტენსიური წვიმის შედეგად
ჩამოიშალა.
ამ დროისთვის დასავლეთის მიმართულებით გადაადგილება
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით არის
შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები