ახალი ამბები
დღეიდან პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავენ
FaceBook
დღეიდან პარლამენტის კომიტეტები 2021 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს 6 ივლისის სხდომაზე მიიღეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 15 ივლისს გაიმართება, სადაც სახელმწიფო აუდიტისა და ეროვნული ბანკის დასკვნას მოისმენენ, ხოლო 23 ივლისს ბიუჯეტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.

დღეს ბიუჯეტში ცვლილებებს საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებზე განიხილავენ.

ცნობისთვის: მთავრობა ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 7.7%-მდე ზრდის. 1.1 მილიარდი ლარით იზრდება მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯები და ის 19.5 მილიარდი ლარი იქნება. წელსვე საგადასახადო შემოსავლები პირვანდელ გეგმასთან შედარებით 720 მილიონი ლარით გაიზრდება.

7.5%-დან 6.9%-მდე მცირდება 2021 წლის ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი. სახელმწიფო ვალის მოცულობა კი - 60%-დან 54.6%-მდე. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.