"არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება" - ამ სლოგანით იმერეთში
მოქმედმა მედია საშუალებების წარმომადგენლებმა ქუთაისში, თეატრის წინ
საპროტესტო, სოლიდარობის აქცია გამართეს.
აქციაში მონაწილე ჟურნალისტების თქმით, ძალადობრივი ჯგუფები
წახალისებული იყო.
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილის თქმით, ჟურნალისტებზე თავდასხმა
ხელისუფლების მიერ იყო წახალისებული.
"რადიკალმა ჯგუფებმა ხელისუფლების მიერ წახალისება
გამოიყენეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველ წელს ვმართავთ
სოლიდარობის აქციას მაგრამ წლების განმავლობაში არაფერი
იცვლება", - ამბობს ქეთი ბერძენიშვილი.
ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ გუშინ ხელისუფლებამ ამ
ნაბიჯით თავი შეირცხვინა.
"თავი შეირცხვინა ხელისუფლებამ, როგორც ქვეყნის ასევე
საერთაშორისო მასშტაბით, ეს იყო ხელისუფლების მიერ წახალისებული
აქცია. მე არ მახსენდება ასეთი ტერორი ჟურნალისტების მიმართ. ჩვენ,
გუშინ დავადასტურეთ რომ ვართ ეს ველურები სახელმწიფო",
- განმარტავს ხვიჩა ვაშაყმაძე.
თეატრის წინ ჟურნალისტებმა განმარტეს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში
მედია იყოს თავისუფალი.
5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ
აქციაზე ჟურნალისტებს თავს დაეხნენ, რის შედეგადაც მედიის
წარმომადგენლები დაშავდნენ. დაზიანებულია ტექნიკაც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ დაკავებულების შესახებ ინფორმაცია
გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ ძალადობის შემთხვევა 55 პირის
მიმართ გამოვლინდა, ამათგან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების
წარმომადგენელია. რაც შეეხება დაკავებულებს, ამ ეტაპზე
ადმინისტრაციული წესით დაკავებულია მხოლოდ 8 პირი. სისხლის
სამართლებრივად რამდენიმე შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა
ჯერ არავინ დაუკავებიათ.
მასალის გამოყენების პირობები