ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე "გუბერნსკის ციხეს" საინტერესო ისტორია უკავშირდება.
ციხის ყოფილი ორსართულიანი შენობა მე–19 საუკუნეში აშენდა.
"გიჟუა იყო ასეთი ქურდი, რომელიც ციხიდან გაიქცა. იმ პერიოდში
ეს დიდი ვაჟკაცობა იყო. მისით ყველა აღფრთოვანებული იყო,
თუ როგორ შეძლო "გიჟუამ" ასეთი რამის გაკეთება’’.
,,გუბერნსკის ციხეში'' თურმე დასჯის სხვადასხვა ფორმა
მოქმედებდა. მაგალითად, ფიზიკური დასჯა, მნახველის არ
შემოშვება. ამბობენ, რომ ციხეში პატიმრის გაუპატიურების რამდენიმე
ფაქტიც კი მოხდა.
"გუბერნსკის ციხის'' საპყრობილე 650 მსჯავრდებულზე იყო
გათვლილი, რაც შეეხება სახელს, მასზე მაშინდელი
რუსეთის იმპერიის გავლენა იგრძნობა, „გუბერნსკი“ -
საგუბერნიო ციხეს ნიშნავს.
ციხემ ფუნქციონირება 2005 წელს შეწყვიტა. მაშინ როცა, ავტოქარხნის
დასახლებაში N2 სასჯელაღსრულების დაწესებულება აშენდა.
ყოფილი ციხის შენობა აუქციონზე 1 მილიონ 700 000 ლარად გასხვისდა. ობიექტი ქუთაისელმა ბიზნესმენმა, დავით კოსტავამ შეიძინა. კოსტავამ 9 196 კვ.მ ფართზე განთავსებულ შენობაში 1 750 000 ლარი გადაიხადა. ქუთაისის ბიუჯეტმა კი აქედან თანხის მხოლოდ 35% მიიღო.
დანარჩენი ცენტრალურ ბიუჯეტს დარჩა. ბიზნესმენი ტერიტორიაზე
სასტუმროსა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე "გუბერნსკის ციხის" სახელით ცნობილი
დაწესებულება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. ქონების ეროვნულმა
სააგენტომ ციხის შენობა გასაყიდად აუქციონზე 2019 წელს გაიტანა.
ქონების საწყისი ფასი 3 490 000 ლარი იყო, თუმცა, მაშინ მისი შეძენით
არავინ დაინტერესებულა. საბოლოოდ "გუბერსკის ციხე" 1 750 000
ლარად გაიყიდა
ფოტო: "ქუთაისიპოსტის" არქივი
მასალის გამოყენების პირობები