ქუთაისის მერია "ტორპედოში"
კრიზისის გადასაჭრელად კიდევ რამდენიმე კვირას ითხოვს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ ახალ ინვესტორთან
მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, ვინ არის დაინტერესებული კლუბის
შეძენით, ამაზე არ საუბრობენ.
"ეკონომიკის სამინისტროს
ჩართულობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალ ინვესტორთან. რამდენიმე
კვირაში გადაწყდება ეს საკითხი. სხვა დეტალზე ამ ეტაპზე ვერ
ვისაუბრებთ", - აცხადებენ მერიაში.
ქუთაისის "ტორპედო" იტალიელი
ინვესტორის წასვლის შემდეგ კვლავ ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. ფაბიო
მანინომ კლუბი ისე დატოვა, რომ ფეხბურთელებს ხელფასი არ გადაუხადა.
გუნდი პროტესტის ნიშნად თამაშზე უარს აცხადებს და კლუბის დატოვებას
აპირებს. "ტორპედოში" შექმნილ პრობლემებზე ფეხბურთელებმა და
მთავარმა მწვრთნელმა ღიად ისაუბრეს და თქვეს, რომ თუ ინვესტორის
საკითხი დროულად არ გადაწყდება, გუნდი დაიშლება.
მასალის გამოყენების პირობები