ახალი ამბები
"ის ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ სამუშაოს შესრულებაზე, არღვევენ უსაფრთხოების წესებს" - "საქნახშირი"
FaceBook
ტყიბულში კომპანია "საქნახშირში" საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეხვედრა დასრულდა, სადაც გაფიცული მეშახტეების მოთხოვნა განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქნახშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ სოცკიმ მედიასთან განცხადება გააკეთა,  რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დაახლოებით 2 კვირის წინ, კომპანიაში შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო. ეს იყო 1 თვიანი მუშაობის შედეგი. საკონსულტაციო საბჭო შედგება 46 ადამიანისგან. მასთან ჩამოყალიბდა 5 კომიტეტი. საბჭოს თითოეული წევრი აირჩა მეშახტეებს შორის, პირდაპირი ხმის მიცემის წესით. დღეს შედგა კომიტეტების არასანქცირებული მუშაობა. ეს დაკავშირებული იყო გარკვეულ სიტუაციასთან - დღეს საშახტო ტრანსპორტის უბანმა უარი განაცხადა სამუშაოდ წასვლაზე. არა მთელმა შახტამ, არამედ მხოლოდ საშახტო ტრანსპორტის უბანმა.

კომიტეტების მუშაობის ფარგლებში განხილული იქნა ის მოთხოვნები, რომლებიც წამოაყენეს საშახტო ტრანსპორტის თანამშრომლებმა. მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები უკვე დიდი ხანია განხილვის პროცესშია და მათზე პასუხები 100%-ით გადაწვეტილია. საკონსულტაციო საბჭო უკვე ემზადებოდა ამ საკითხების განხორციელებისთვის. არ არის ისეთი საკითხები, რომლებზეც საკონსულტაციო საბჭოს პასუხი არ აქვს. კითხვებს არა მარტო პასუხები გავეცით, არამედ მათი განხორციელებაც დაწყებულია. ამიტომ შედგა საბჭოს შეხვედრა, განხილული იქნა საკითხები და მივიღეთ სპეციალური რელიზი, რომელსაც მოგაწვდით. საბჭოსთვის და მისი წევრებისთვის მიუღებელია არა მოთხოვნები, არამედ ამ მოთხოვნების გამოხატვის ფორმა.

ჩვენთვის მისაღებია ნებისმიერი საკითხის და სადაო თემის გადაწყვეტა მოლაპარაკების ფორმით, მოლაპარაკების მაგიდასთან.  300 ლარით ხელფასის გაზრდაზე დიდი ხანია მივდივართ ამ თემისკენ. შექმნილია სპეციალური პრემირების და ბონუსური სისტემა. ის საშუალებას გვაძლევს, რომ სამუშაოს 100% გულისხმიერად შესრულებისა და სერიოზული მიდგომის შემთხვევაში, თუ ყცველა მაჩვენებელი სსრულყოფილად იქნება შესრულებული, პრემიები შეიძლება 300 ლარზე მეტიც იყოს.

ის ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ სამუშაოს შესრულებაზე, არღვევენ უსაფრთხოების წესებს, და მერწმუნეთ ასეთი შემთხვევა საკმაოდ ბევრია (იყო შემთხვევა როცა არ იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილზე, ეძინათ სამუშაო ადგილზე, ან საერთოდ აცდენენ და შემდეგ უფასო შვებულებას აფორმებენ), ამიტომ შეიქმნა სპეციალულრი სისტემა და ვინც სრულყოფილად ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, იქნებიან პრემირებულები და მიიღებენ ბონუსებს. ეს მათ მისცემს საშუალებას მნიშვნელოვნად გაზარდონ თავისი შემოსავალი.

დილიდან 40 ადამიანამდე იყო შეკრებილი, პერიოდულად მათთან მოდიან სხვა უბნების თანამშრომლები, საუბრობენ და ისევ მიდიან. ინტეერაქტიული მოძრაობაა. ისე არ არის, რომ მთლიანი კოლექტივი იყოს გაფიცული. არის შემთხვევები, რომ მოპოვებითი უბნის თანამშრომლები მიდიან, ესაუბრებიან და შემდეგ ჩემთან მოდიან, მე მესაუბრებიან. მთლიანობაში 30-40 ადამიანია", - ნათქვამია განცხადებაში. 

ტყიბულში მეშახტეები დღეს დილით 400-მდე მეშახტე ხელფასის მომატების მოთხოვნით გაიფიცა. გაფიცულები დილიდან უარს ამბობენ მუშაობაზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.