ზესტაფონში
30 ივნისს მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის საქმეზე დაკავებულ სამ
პირს, ბრალი დღეს წარუდგინეს.
დაკავებულებს გამოძიება დანაშაულში მონაწილეობას სხვადასხვა
მუხლით ედავება.
დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთი სამართალდამცავია, მისი
უფლებადამცველის თქმით, ის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და დუმილის
უფლებას იყენებს.
რაც შეეხება დაკავებულ მამა-შვილს, მათ გამოძიება განზრახ მკვლელობას
და ნივთ-მტკიცების განადგურებას ედავება.
30 ივნისს ზესტაფონში თამარ მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა მამამაკაცს
ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე
გარდაიცვალა.
ამავე თემაზე:
სისხლიანი გარჩევა ზესტაფონში - მოკლულია ახალგაზრდა
მამაკაცი
ზესტაფონში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით სამი პირი
დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები