ქუთაისში, ორი ივლისიდან დავით აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთი,
ნინოშვილის ქუჩის კვეთიდან ასათიანის ქუჩის კვეთამდე იკეტება.
მერიის ცნობით, გზიც ჩაკეტვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს
უკავშირდება.
"აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეწყდება ყველა ტიპის ტრანსპორტის
მოძრაობა. აქედან გამომდინარე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის
მარშრუტები იმოძრავებენ ალტერნატიული სვლაგეზებით'', - განმარტავენ
ქუთაისის მერიაში.
სამგზავრო მარშუტები იმოძრავებენ: აღმაშენებლის გამზირზე,
აღმოსავლეთის მიმართულებით M2 ( მიკროავტობუსები) კატეგორიისთვის:
ნინოშვილის ქუჩა - დავითაშვილის ქუჩა - ასათიანის ქუჩა,
M3 (ავტობუსები) კატეგორიისთვის: ნინოშვილის ქუჩა - სოხუმის ქუჩა -
ასათიანის ქუჩა.
აღმაშენებლის გამზირზე, დასავლეთის მიმართულებით M2 კატეგორიისთვის:
აღმაშენებლის გამზირი - იოსელიანის ქუჩა - ჩეჩელაშვილის ქუჩა -
დუმბაძის ქუჩა.
#10 ავტობუსი, აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად, ქალაქის ცენტრამდე
იმოძრავებს რუსთაველის ქუჩის გავლით.
მასალის გამოყენების პირობები