ზესტაფონში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე სამი პირი
დააკავეს.
დაკავებულებს ბრალი ჯერ არ წარდგენიათ, სამივე მათგანი წინასწარი
მოთავსების იზოლატორშია.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას
იყენებს და ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
30 ივნისს ზესტაფონში თამარ მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა მამამაკაცს
ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე
გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები