ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი
იარაღიდან ესროლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მათთვის უცნობია დაპირისპირების
გამომწვევი მიზეზი.
ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.
გარდაცვლილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა
ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები
108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლელობას და
იარაღის შეძენა ტარებას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები