ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი ექიმებს
დაუდევრობაში ადანაშაულებს.
ახლობლების ინფორმაციით, 47 წლის ქალი კლინიკაში გუშინწინ თორკმლის
უკმარისობით წყალტუბოდან გადაიყვანეს.
გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, მას ოპერაცია დაგვიანებით
ჩაუტარდა, რამაც გართულება და სიკვდილი გამოიწვია.
გარდაცვლილი ქალის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
კლინიკაში ბრალდებას არ ეთანხმებიან. მათი თქმით პაციენტი რთული
მდგომარეობით შევიდა. მას ადგილზე ყველა საჭირო პროცედურა
ჩაუტარდა,თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკა მზადაა
ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
მასალის გამოყენების პირობები